კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი აცხადებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, კაცს ტრავმული შოკი, ზოგადი სახის დაჟეჟილობადა მოტეხილობა აღენიშნება.
ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – კაცი ცოცხალია
„აღენიშნება სხეულის ზოგადი სახის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება და ღია მოტეხილობა. პაციენტს უტარდება ინსტრუმენტარული კვლევები. დანარჩენი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
იყო გონზე, აღენიშნებოდა ტკივილი ქვედა მარცხენა კიდურში. უტარდება ღრმა კვლევები.
მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ტრავმული შოკი“,- განაცხადა ექიმმა.