LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ 4 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავებულებიდან ერთი გუშინ გაათავისუფლეს.