LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნებისმიერი ნაჭერი აივანზე, ფანჯარაზე”

ცნობილი ტელესახე ნანუკა ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის.

ჟორჟოლიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აივნებიდან თეთრი მაისურები გადმოფინონ და მხარდაჭერა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამაგვარი ფორმით გამოხატონ.

“თუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, გადმოფინეთ თეთრი ფერის ნებისმიერი ნაჭერი აივანზე, ფანჯარაზე, ეზოში, გადაუღეთ სურათი, ატვირთეთ ფეისბუქზე და დააწერეთ #თავისუფლებამიშას.

ასევე, ფოტოები ჩაყარეთ აქ, კომენტარებში. ❤️

გადმოფინეთ თავისუფლება.

ნახონ რომ ბევრნი ვართ”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.