მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, თავგანწირვას უწოდებს. ამის შესახებ ჭოხონელიძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.
“საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მე მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ მქონდა არაერთი შეკითხვა.
ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ… ქვეყნის სახელის შელახვაა ის, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს ამ მდგომარეობაში ამყოფებ და ასეთი ფორმით სჯი. ასეთი დაკნინებული ფორმით, კაცს, რომელის სახელთანაც ბევრი კარგი რამ არის დაკავშირებული და ამას არც მაშინ ვუკარგავდი, როცა მის მოწინააღმდეგედაც ვიყავი…
სააკაშვილმა მსგავსი რამ თქვა – ჩემი თავგანწირვით მინდა დავუმტკიცო ქართველ ხალხს, რომ ქვეყნისთვის მზრუნველი და გულშემატკივარი ადამიანი ვარო და ჩაჯდა ციხეში.
ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ მართლა არის თავგანწირვა თავის ქვეყნისთვის.
მე მინდა ვისურვო კეთილგონიერება, რაღაცნაირად დაფიქრდნენ, რომ ასეთი ფორმით ადამიანის დასჯა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის”, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.