Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სექტემბერი 30, 2021 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირითადი ნაწილი გადასულია რადიკალიზმზე, მთელი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი ჩამოვა თუ არა კრიმინალი, მხდალი სააკაშვილი – ღუდუშაური ოპოზიციაზე

ნებისმიერი კვლევა, ობიექტურთან მიახლოებული მაინც, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას აცნობენ პრიორიტეტებზე რეაგირების ხედვას, ოპოზიციის კამპანია კი  რადიკალიზმზეა დაფუძნებული.

“ოპოზიციის მთელი ძირითადი ნაწილი გადასულია რადიკალიზმზე და ახლა, მთელი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა კრიმინალი, მხდალი სააკაშვილი. საზოგადოებას სთავაზობენ ქაოსს და იმ წლებში დაბრუნებას, რა წლებზეც ჩვენმა საზოგადოებამ 2012 წელს სრულიად სამართლიანად უარი უთხრა იმ ხელისუფლებას”,- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავარ პრიორიტეტებს, ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, განათლებაში ინვესტიცია, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ტერიტორიების დაბრუნება თითოეული ადამიანის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. მისივე განცხადებით, ქვეყანას აქვს უსაფრთხოების გამოწვევა და ამაზე ქმედითი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დგას.

“რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება ახლებურად ჩამოყალიბდა. ცხადია, ეს უკავშირდება ახლებურად დარეგულირებულ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშვა ბაქოსა და ერევანს შორის.

ამან განაპირობა, რომ ჩვენი როლი უნდა გაიზარდოს როგორც მედიატორის. ისტორიული ხაზი უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი ფუნქცია უნდა დავიბრუნოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო როდესაც პრემიერის ძალისხმევით და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შრომის შედეგად ტყვეთა გაცვლა მოხდა და მეორე მხრივ, ერევანმა დათმო ძალიან მნიშვნელოვანი დანაღმული ტერიტორიების რუქა. ასევე, ეს არის პანდემია. უხილავ მტერთან მთელი მსოფლიო არის ჩაბმული. პანდემიის ფონზე ეკონომიკაზე განხორციელებული დარტყმის სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, სოციალური პროგრამები – სამუშაო ადგილების შექმნა და კიდევ უფრო გაძლიერება.

ასევე, უმნიშვნელოვანესია ძლიერი ოჯახი, განსაკუთრებით რეგიონებში ძლიერმა ოჯახმა უნდა შექმნას ძლიერი სახელწმიფო და ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. 2012 წლიდან ჩვენი ურყევი პოსტულატი არის ის, რომ ადამიანი არის ჩვენი პრიორიტეტი.

ყველაფერი ეს სიკეთე უნდა გადიოდეს მათი უფლებების დაცვის ხარჯზე, ოღონდ ისე, რომ ერთი ადამიანის უფლება არ უნდა იყოს დარღვეული და მეტიც, ჩვენთან ყველა უნდა გრძნობდეს თავს დაცულად. მათი ცხრა წლის მმართველობის განმავლობაში რომელი სფერო არ იყო წიხლქვეშ გათელილი, ჩვენ ეს დავასრულეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანა განვითარდეს სწრაფად, დემოკრატიულად, ისე რომ ყველა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში იგრძნოს თავი დაცულად და ყველა ოჯახში მივიტანოთ ინკლუზიური განვითარება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა “ფორტუნას” ეთერში.