პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოქალაქემ მას ისეთი შეკითხვა დაუსვა, რისი პასუხიც არ იცოდა.
“ამასწინათ, ვარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავჭალაში, მოქალაქეებთან. შუახნის მამაკაცმა მითხრა, მომწონხარ და კი მოგცემდი ხმას, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.
– მე ვუთხარი, აგერ ვარ, კითხვების არასდროს შემშინებია, რა უნდა მკითხოთ-თქო.
“ზეთი რა ღირსო” – შემეშალა, ვერ ვუპასუხე.
მითხრა, ამიტომ არ მოგცემ ხმასო.
ვუთხარი მართალი ხარ-მეთქი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც მოსდის ხელისუფლებას, შემრცხვა”, – განაცხადა გახარიამ “რეაქციაში”.