LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკეისროს მერე ძალიან დიდხანს იწვალა“ – რას ამბობენ კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალზე

თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა.

გარდაცვლილი ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია.

“მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე და­ე­მარ­თა კო­ვიდი, ბავ­შვი გა­დარ­ჩა, ნი­ნო ვერა” – კორონავირუსს ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გი ნინო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ემსხვერპლა

ახალგაზრდა ქალი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალმა დაახლოებით 3-4 კვირის წინ იმშობიარა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.

„დღეს გარდაგვეცვალა მელოგინე. ამ გოგოს დაახლოებით სამი კვირის წინ გაუკეთდა საკეისრო. იმშობიარა და იმის შემდეგ, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიარა. ძალიან ავად იყო. შემოვიდა კორონავირუსით და დაუმძიმდა მდგომარეობა. საკეისროს მერე ძალიან დიდხანს იწვალა“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” კლინიკაში.

“რატომ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ცხოვრება ამ გოგოს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია? როდის გავცხოველდით ასე?!” – რას წერენ კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე