თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ამასთან, მან ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ ავღანეთიდან მომავალ მიგრანტებზე.
„თურქეთს არ აქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და არც არის მოვალე, გახდეს ევროპის მიგრანტების საცავი. როდესაც ჩვენ ჩავრაზავთ ჩვენს საზღვრებს და სახლებში დავაბრუნებთ ყველა არალეგალ მიგრანტს, შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება, სად წავლენ“,- განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მოლაპარაკებებში ჩაერთოს „თალიბანის“ მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან საერთო დღის წესრიგის განსახილველად.