ევროკავშირი უნდა ესაუბროს “თალიბანს”, რადგან მათ “მოიგეს ომი ავღანეთში”, – აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
”თალიბანმა მოიგო ომი, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მათთან საუბარი”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, მათი მმართველობის ოფიციალურად აღიარებას.
”ეს დიალოგი ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ავღანეთში ტერორისტული ძალების დაბრუნების თავიდან აცილების საშუალებებზე”. – ჟოსეფ ბორელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა კი განაცხადა, რომ “თალიბებს” “მათი ქმედებების” მიხედვით შეაფასებენ.
”რაც მთავარია, ეს გარდამავალი ეტაპი იქნება და ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს გარდამავალი მთავრობა, ამაზეა დამოკიდებული დავიჯეროთ თუ არა მათი განცხადებები”, – აღნიშნა მაასმა.