Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივლისი 29, 2021 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება – გიორგი ვაშაძე შარლ მიშელს წერილით მიმართავს 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხზე წერილით მიმართავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვაშაძე წერს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში შარლ მიშელის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, „რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის“.

ვაშაძე მზაობას გამოთქვამს მონაწილეობას მიიღოს კონსულტაციებში და შარლ მიშელს სთხოვს დროული რეაგირება მოახდინოს, გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი, რათა „ქართული ოცნება“ აიძულონ, დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების: „საქართველოს სამომავლო გზის“ ცალმხრივად ანულირების განაცხადით, უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას დაადგა.

19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ გააჩინა შესაძლებლობა, არამხოლოდ რთული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, არამედ რეალურად გაჩნდა პერსპექტივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ხელისუფლების არჩევნების გზით დემოკრატიულად ცვლილების.

სწორედ ამიტომ, ამ შეთანხმებამ მოიპოვა ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში და ხაზი გაუსვა დასავლეთის განსაკუთრებულ როლს, ქვეყნისთვის მძიმე დროს.

ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბათუმში, განვაცხადეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა.

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.

თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე „ნაციონალურმა მოძრაობის“ მხრიდან ხელის არმოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ, დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დემოკრატიული გზით განვითარებისა და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.