თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც. მათი თქმით, დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ. როგორ ექიმი ამბობს, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.
ცნობისთვის, შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. ცეცხლი მიტოვებულ შენობას გაუჩნდა.