LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ” – კახა კალაძე

“როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ”,-ამის შესახებ კახა კალაძემ რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას აცხადებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით და ეკონომიკური განვითარებით.

„რთული თემაა. გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, ეს დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.