LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.