LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, თუ მსგავს პოსტს სადმე ნახავთ, აუცილებლად გააპროტესტოთ კომენტარებში და აცნობოთ პოლიციას” – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.

“არ ვიცი, რამდენჯერ დავწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ:

– მე თანხის შეგროვება არასოდეს მითხოვია, არც ვითხოვ და არც მოვითხოვ

– გთხოვთ, თუ მსგავს პოსტს სადმე ნახავთ, ვინც აცხადებს რომ გიორგი თანხას კრებსო, აუცილებლად გააპროტესტოთ კომენტარებში და აცნობოთ პოლიციას და კიდევ, ფბ-ზე მე არც ერთი ჯგუფი არ მაქვს და არც ერთი ის ჯგუფი/პროფილი/გვერდი ჩემი არ არის!”-წერს გიორგი ღოღობერიძე.