LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ იმატა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების მატება მესამე ტალღას მოჰყვა.

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მიზეზია დაგვიანებული ჰოზპიტალიზაცია და ვაქცინაციის დაბალი ტემპი.

“წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“ – თენგიზ ცერცვაძე

„სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ერთი თვის წინ გვქონდა მესამე ტალღა. გარდაცვალებების მატება პიკს მოჰყვება დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ. მძიმე პაციენტების რეანიმაციაში შემოყვანიდან დაახლოებით ამ ხანს შემდეგ დგება გარდაცვალება. ეს ერთი მიზეზი, ხოლო მეორე არის დაგვიანებული შემთხვევები. მე ამაზე ძალიან ბევრჯერ განვაცხადე – ჩვენ დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, მათ შორის ახალი მიდგომები და მედიკამენტები, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ, თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში. შემოდიან უკვე სარეანიმაციო პაციენტები და შემოყვანის დღიდან საჭირო ხდება მათი ინტუბირება, შემდეგ კი მათი გადარჩენა ძალიან ძნელია. მესამე მიზეზია ვაქცინირების დაბალი პროცენტულობა. იმ ქვეყნებში სადაც სიკვდილიანობა შემცირდება, მოსახლეობის ნახევარი ვაქცინირებულია. თქვენ იცით, რომ ვაქცინა უპირველესად სიკვდილისა და მძიმე შემთხვევებისგან გვიცავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.