ნამახვანჰესის აქციის დროს დაკავებული შვიდი ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს. ბრალდებულები 12 აპრილს რიონის ხეობის დაცვისთვის აქციაში მონაწილეობდნენ.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია ფანცულაია ამბობს, რომ ბრძოლას პირველ რიგში სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ.
„როდესაც პროცესზე შევდიოდი ვთქვი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სტატისტიკაზე არამედ ასეთ საქმეებზე გადის. დღეს, გამოცდა კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა ქართულმა სასამართლომ. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი”,-განაცხადა ადვოკატმა.