LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას: შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას და გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას მეგობრულად და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და ამბიციურ რეფორმებს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.