“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში ჩავიდნენ და სოფელ გუმათისკენ მიემართებიან.
რიონის ხეობაში პოლიციამ მობილიზება დილიდან დაიწყო. გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების კარვებია გაშლილი, სამართალდამცველებმა ისევ აღმართეს რკინის ჯებირები.
პოლიციის დამატებითი ძალები ხეობაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ხეობის მცველებმა უკან დაბრუნების შესახებ გააკეთეს განცხადება. აქტივისტები უკვე გზაში იმყოფებიან და ხეობისკენ მიემართებიან.
ფოტო: kutaisipost