LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დის სამტრედიაში გათხოვების წინააღმდეგი ვიყავი, მამა ტაქსის მძღოლია, მეუღლე მე-9 არხზე გავიცანი – ალეკო ელისაშვილი

მე-10 მოწვევის პარლამენტარმა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ ოჯახზე ისაუბრა.

„დედაჩემი საწყალი, მგონი მე დავაბერე, სულ ვატირებ. ვეუბნები, ნუ უყურებ ამ რაღაცეებს თქო. მამაჩემიც მაგრად განიცდის. დედაჩემია ნაზიბროლა ხაჟალია.

სამტრედიიდანაა წარმოშობით და მერე ჩემი დაც სამტრედიაში გათხოვდა სხვათა შორის, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. მაგ გადაწყვეტილების ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი დაა ბედნიერი და ძალიან მაგარი ოჯახი აქვს.

ძალიან მაგარი სიძე მყავს, ერთადერთი კაცია მგონი იმერეთში, ვისაც ალუდა ჰქვია.

მამაჩემი მთელი ცხოვრება ტაქსის მძღოლი იყო. ახლაც მძღოლია. წესიერი კაცია და ჩემთვის მისაბაძი. ცხოვრებაში მთავარი რაღაცეები მასწავლა.

ჩემი ცოლი ირინა  კილოსანიძე „მეცხრე არხზე“ გავიცანი. გადაცემაში „ღამის მატარებელი“ მუშაობდა, პროდიუსერი იყო. მე საინფორმაციოში ვმუშაობდი. მოვიყვანე ცოლად, ორი შვილი გვყავს – ერეკლე და სანდრო.

პარლამენტის ამბებს მაგრად განიცდიდნენ. ჩემმა ცოლმა ფეისბუკი გათიშა, მაგის ნერვები არ მაქვსო. ტელევიზორს არ უყურებდა, ჩემი მშობლები მაგრად ნერვიულობდნენ, მაგრამ მგულშემატკივრობდნენ“, – ამბობს ელისაშვილი პირადზე საბრისას.