“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში ორი სარჩელი აქვს შეტანილი.
“პასუხი კობახიძეს
პ.ს. ორი სარჩელი მაქვს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი
მიღებულია, კომუნიკაცია გავლილია. ადრე თუ გვიან იქნება, ოღონდ მაშინ კობახიძე აღარ იქნება”.- წერს უგულავა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები.
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში – კობახიძე