LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია” – კახა კალაძე საზოგადოებას დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერი, კახა კალაძე იუბილარია. მას 43 წელი შეუსრულდა.

დღის განმავლობაში მერმა უამრავი თბილი მილოცვა მიიღო.

ამჯერად კი, სოციალურ ქსელში კალაძე სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და დაბადების დღის მილოცვისთვის საზოგადეობას მადლობას უხდის.

“ჩემო საყვარელო ხალხო, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა.
ჩემთვის ძვირფასია თქვენი ყურადღება, თითოეული თქვენი გზავნილი. მადლობა ამდენი თბილი, კეთილი სიტყვისთვის, სურვილისთვის! მადლობა. იმ სტიმულისთვის და მოტივაციისთვის, რაც დღეს მივიღე!
ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია
სადაც უნდა ვიყო, როგორც უნდა ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში, თქვენ მეგობრად და თანამებრძოლად!”-წერს კახა კალაძე.