LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – ოღონდ შიში გადალახეთ და სტიქარს ჩავიცვამ, მონასტერში წავალ” – ირაკლი ოქრუაშვილი

„ოღონდ შიში გადალახეთ და აქციებზე აღარ ვივლი, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ”- ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ თუ მოსაზრება იმასთან დაკავშირებთ, რომ ხალხს ძველი სახეების დანახვა აღარ სურს და აქციებზე ამიტომ არ გამოდის მართალია, ის ტელევიზორშიც კი აღარ გამოჩნდება.

„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.

ოღონდ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:

– აღარც აქციებზე ვივლი;
– აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
– აღარც ციხეში წავალ;
– აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
– ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
– ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
– არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
– სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.