Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თებერვალი 7, 2021 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ცოტნე სუნთქავს დახმარების გარეშე, ესმის ყველაფერი, ხუმრობაზე იცინის, ფილმებს ერთად ვუყურებთ” – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცოტნე უკვე დახმარების გარეშე სუნთქავს. ამასთან, ცდილობს ლაპარაკსაც.

„დღეს ცოტნე სუნთქავს დახმარების გარეშე. ესმის ყველაფერი. ხუმრობაზე იცინის. ფილმებს ერთად ვუყურებთ. ამბობს რამდენიმე სიტყვას. ნათქვამი აქვს რამდენიმე წინადადება. ემოციებს ისე მძაფრად არ გამოხატავდა. როცა ცოტნეს სურვილის გაგება მინდოდა ხელი უნდა მოეჭირა. დღეს ეს არ გვჭირდება, რადგან დიახ- ს და არა-ს მაგებინებს. ცოტნე კი-ს და არა-ს სიტყვითაც მეუბნება. ჩემი თხოვნით და მეცადინეობით ცოტნემ თქვა მამა. ეს იყო მისი პირველი სიტყვა. ფიზიოთერაპევტმა ათქმევინა ანა. თურქეთში ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი 10%-ზე ნაკლები იყო. კომაში მყოფს დაემართა მენინგიტი“, – ამბობს ჯაბაური.

ანა ჯაბაურის თქმით, ასეთ მდგომარეობაში გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს, ახლა კი 2 კვირის განმავლობში ის გერმანიაში, უნაში, ზაზა ქაცარავასთან მკურნალობს.

„მან გაგვიწია უპრეცენდენტო მასპინძლობა. ზაზა ქაცარავამ თავის ჰონორარზე უარი თქვა. მან თქვა, რომ ამ ოჯახიდან თანხას მე ვერ ავიღებო და თან იცოდა, რომ ცოტნეს მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ფონდი ქართუ. ცოტნე ძალიან შეღავათიან ფასებში იმყოფება აქ და ეს ზაზას სურვილით, რადგან „ფონდი ქართუ“ ყველაფერზე თანახმა იყო, რაც საჭირო იქნებოდა“, – განაცხადა ჯაბაურმა.