რა კომპრომისისთვის არის მზად ხელისუფლება? რა შედეგებით დასრულდა ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და საგარეო ასპარეზზე, მოჰყვება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები „საქმე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამარჯვებას? ამ თემებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროპის საბჭოში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.
კახა კუჭავას თქმით, ახალი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებას საფუძველი უნდა ჰქონდეს.
„ყველას ვინც სპეკულირებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, საყრდენი გამოეცალათ მას შემდეგ რაც „ისფედმა“ აღიარა, რომ მათ მიერ ჩატარებულ კლევებში შეცდომა იყო. ჩვენ განაცხადეთ, რომ თუ ერთი პროცენტი გადახრა მაინც დადასტურდებოდა, მზად ვიყავით, რომ მაშინვე დაგვენიშნა.
როდესაც მოლაპარაკებებზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საუბარია ორივე მხრიდან დათმობაზე, არ შეიძლება, რომ მარტო ერთმა მხარემ დათმოს და ჩაითვალოს, რომ მოლაპარაკება შედგა. მოლაპარაკებების დროს აუცილებელია გარკვეულ დათობაზე ყველა წავიდეს. ჩვენი მხრიდან საკმაოდ კარგად იქნა პოზიცირება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად ვართ ღიად წავიდეთ დათმობებზე, განსაკუთრებით პატარა პარტიების მიერ დაყენებულ საკითხებზე. ვთქვით, რომ მზად ვიყავით, ცვლილებები განხორციელდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითრაც შეიძლება. შეხვედრის მეორე რაუნდზე ეს საკითხი უკვე შეთანხმებული იყო და გვინდა ,რომ ცვლილება რაც შეიძლება მალე განხორციელდეს იმისათვის, რომ თვითთმმართველობის არჩევნების დროს ეს ცვლილები უკვე ძალაში იყოს შესული. საფუძველიხომ უნდა არსებობდეს, რისთვისაც ჩავატარებთ არჩევნებს“.- ამბობს კუჭავა.
[related_news id=”464835″ align=”left”]
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არარეალურია და ისინი თუ დარწმუნებულები არიან, თავიანთ სიმართლეში, უნდა დაამტკიცონ.
„ოპოზიცია თუ რამეს ამბობს, დაამტკიცოს. ის არგუმენტი, რომ ახლა ვეღარაფერს ვერ დაამტკიცებენ, არეალურია. კარგით ხალხო, 21-ე საუკუნეა, რას ვერ დაამტკიცებენ. თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი საარჩევნო უბნის გახსნა და ყველაფრის დამტკიცება. ყველა უბნის 24 საათიანი ჩანაწერი არსებობს. მარტო უარი და იმის თქმა, რომ „არა, არ მინდა,“ არ შეიძლება. ამას პირველ რიგში ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მთელი მსოფლიო მოუწოდებს მათ, ვინც საქართველოს მხარდამჭერია, „შებრძანდით პარლამენტში და იქ გააგრძელეთ მსჯელობაო“. მაგრამ მათგან ჯიუტად ისმის – არა და ამის მოსმენა განსაკუთრებით იმ პარტიებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, სასაცილოც აღარ არის“. – განმარტა კუჭავამ.
ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას კუჭავა ამბობს, რომ ქართული დელეგაცია ძალიან ამაყი იყო.
„იყო ძალიან კარგი მომენტი, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრემიერად ირაკლი კობახიძე მეორედ აირჩიეს…ევროსაბჭოში ჩვენ ძალიან ამაყად ჩავედით, იმიტომ რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი არგუმენტი იმისთვის, რომ საკითები, რომელსაც რუსეთს წინაშე ვაყენებთ ხოლმე, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა.
სესია დაიწყო მათთვის უნდობლობის გამოცხადებით, რა თქმა უნდა, უკრაინელებთან ერთად ერთ პოზიციაზე ვიყავით.
რუსი დეპუტატები დისკომფორტში იყვნენ და აღნიშნეს კიდეც, დავიღალეთ ერთი და იგივე ბრალდებებითო. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერ ფორმატში შევუქმნიდით მათ დისკომფორტს. სანამ ისინი ყველა იმ ვალდებულებას არ შეასრულებენ, რომელიც მათ აკისრიათ. მათ არ სიამოვნებთ ამ საკითხის გაჟღერება, სადაც ყველა ევროპის და არამარტო ევროპის ქვეყნები არიან წარმოდგენილები“. – აღნიშნა კუჭავამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგი ანგარიშში საქართველოს დადებითად შეფასება.
„მონიტორინგის აგარიშში, რომელიც ყველა ქვეყნის დემოკრატიის შეფასებას მოიცავს, საქართველო დადებიტად იყო მოხსენიებული. ერთ- ერთი პირველი, ნახსენები იყო რვა მარტის შეთანხმება, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული იყო ის ცვლილებები, რომელი 2020 წლის ზაფხულში განხორციელდა.
ანგარისში ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში. ამბობენ, რომ გარვეული ხარვეზები არჩევნების დროს იყო, მაგრამ მისი განხილვა უნდა მოხდეს პარლამენტში და იმედგაცრუებულები არიან, რომ ოპოზიციას ვერ ხედავენ პარლამენტში.
დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და ევროპელი პარტნიორები იტყვიან, რომ ქართველებს, რაც არ უნდა უთანხმოება გვქონდეს, მაინც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ.
შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია არ შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ რაც უფრო მეტი პარტია შემოვა უკეთესია იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს“.- განაცხადა კუჭავამ.