Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the broken-link-checker domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თებერვალი 3, 2021 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენრი დოლიძე პარტია “მოქალაქეებს” ტოვებს

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” წევრი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ იგი პარტიას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.

როგორც დოლიძე ამბობს, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პატრიოტიზმსა და უანგარობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ამ ეტაპზე მისი ხედვა პარტიის ხედვისგან განსხვავდება.

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.

ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..

მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.

ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და “ბინძურ საქმეში” ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.

ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის. მირიან მერცხალაძე გიორგი გაბაიძე Guja Khabadze

P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ”.- წერს გენრი დოლიძე.