Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვარი 17, 2021 – გვერდი 2 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გავიკეთებ ვაქცინას, სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას” – სოფო ბედია

კორონავირუსის პანდემიამ ხელოვნების, კულტურისა თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები გამოწვევის წინაშე დააყენა. ფაქტობრივად, აღნიშნული სფეროები ქვეყანაში უკვე დიდი ხანია დაპაუზებულია.

ამ საკითხზე, “ტვ პირველის” ეთერში მომღერალმა სოფო ბედიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა მის სფეროს დიდი პრობლემი შეუქმნა, რადგან მომღერლები პუბლიკაზე არიან დამოკიდებულები. ამასთან, ბედიამ აღნიშნა, რომ არსებულ შეზღუდვებს დიდი მოთმინებით ემორჩილებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სოფო ბედიამ ისაუბრა ვაქცინაციის თემაა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

“მე ვერ გეტყვით რამდენად კარგია ეს ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბრები, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს-არ გავიკეთებ.”-აღნიშნა სოფო ბედიამ “ტვ პირველთან” საუბრისას.