LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა სატელევიზიო კამერების წინაშე გაიკეთა. ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. ერდოღანმა ვაქცინის პირველი დოზა ანკარას საავადმყოფოში მიიღო.

“ვაქცინათა დოზის რაოდენობა პირველ ეტაპზე ნათელია. ახლო მომავალში კიდევ 25-30 მილიონ დოზას ველოდებით, ვაქცინაცია სწრაფად გაგრძელდება”, — თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ქვეყანაში ჩინეთის მიერ შექმნილი ვაქცინის, “სინოვაკის” გამოყენება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებზე ხუთშაბათს დაიწყო. ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდათ ჯანდაცვის მინისტრსა და კორონავირუსის საკითხზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტის წევრებს.