LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის პანდემიაზე კონტროლის დამყარებას შევძლებთ: „ბიოენტექის“ ხელმძღვანელი

198
16053672018398

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია „ბიოენტექის“ ხელმღვანელი ამბობს, რომ პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი. ინტერვიუს „ფოქს ნიუსი“  აქვეყნებს.

“იმედი მაქვს ვაქცინა მალე გაეშვება, რაც ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს” – აცხადებს უღურ შაჰინი და დასძენს, რომ ვირუსის გასაკონტროლებლად შედეგი მხოლოდ ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღწევა. სავარაუდოდ, ვაქცინის პირველ გავლენას მსოფლიო აპრილში იგრძნობს.

მისივე განცხადებით,  „ბიოენტექის“ და „ფაიზერის“ ერთობლივი ვაქცინა სანდო და უსაფრთხოა.

გერმანულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს ქვეყნებს 1.3 მილიარდ დოზა ვაქცინას მისცემს.

ცნობისთვის, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 656 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 71 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი კი დაიღუპა.

საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები