„ინტერპრესნიუსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს 2021 წლის მონაცემებს, რომლის თანახმად, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული.
მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს.