Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
2021 წლიდან შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი საქართველოს 3 684 მოქალაქეს უთხრეს – რამდენმა დატოვა ქვეყანა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლიდან შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი საქართველოს 3 684 მოქალაქეს უთხრეს – რამდენმა დატოვა ქვეყანა

41
Untitled design (2)

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი სულ საქართველოს 3 684 მოქალაქეს უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარის თქმის სტატისტიკა 2021 წლის ივნისიდან მკვეთრად იზრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს შენგენის ზონაში გამგზავრების არსებული წესებიდან ყველაზე ხშირად რომელი კრიტერიუმების დარღვევის გამო ეთქვა საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებაზე უარი.

აქვე აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობამ 99 974 ადამიანი შეადგინა.

აღნიშნულ მონაცემებს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ეხმიანება და ამბობს, რომ მისი ვარაუდით, “საქართველოდან იმაზე მეტი ქართველია გასული, ვიდრე წარმოგვიდგენია” და მისივე სიტყვებით, „მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია“ – თოთაძე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არალეგალურად გადის, შეუძლებელია მათი ზუსტი აღრიცხვა.