მადრიდის ”რეალი” კრიშტიანო რონალდოს ხელფასს 23 მილიონ ევრომდე გაუზრდის.
”სამეფო კლუბი” ფორვარდს ხელშეკრულებას 2021 წლამდე შეთავაზებს. მადრიდელები მზად არიან რონალდოს ჯამაგირი 2 მილიონით მოუმატონ. ახლა კრიშტი წლიურად 21 მილიონს იღებს.
თავიდან ”რეალი” აპირებდა კონტრაქტი 2020 წლამდე გაეხანგრძლივებინა, მაგრამ პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კლუბის ხელმძღვანელობას უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულება გამოსტყუა.
რონალდოს მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდეა.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ოთხ მატჩში კრიშტიანომ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მისცა.