2021 წელს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს – ამის შესახებ საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, რომელიც რეადმისიის ფარგლებში, უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნებას ეხება.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წელს გერმანიიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 1 298 მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 550 ადამიანით; მესამე პოზიციაზე საბერძნეთია – აქედან 135 მოქალაქე დააბრუნეს უკან. ტოპ 5-ეულში არიან შვეიცარია და იტალიაც: უკან დაბრუნებული 127 და 66 მოქალაქით.
რაც შეეხება 2021 წლის მეოთხე კვარტალს, ანუ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს, ამ მაჩვენებლითაც ლიდერი გერმანიაა. აღნიშნულ პერიოდში უკან – 317 მოქალაქე დააბრუნეს, საფრანგეთიდან – 158, სებრძნეთიდან კი – 39.
აღსანიშნავია, რომ ჯამურად, 2021 წელს საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.