“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კოვიდვაქცინები დაიწყებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ აბსოლუტური კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევაზე 2021 წლისთვის.” – ეს განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარ სპეციალისტს, მეცნიერ სუმია სვიმინათანს ეკუთვნის. მისი თქმით, “რამდენიმე ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტის გაჩენა, მთელს მსოფლიოს ვირუსისგან ვერ დაიცავს.”
WHO-ს მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი ამბობს, რომ იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება, პანდემიის შეკავებისთვის კი კვლავ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციად სოციალური დისტანცირება რჩება.
სვიმინათანმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის შექმნა განსაკუთრებული პროგრესია, თუმცა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომარაგებას დრო სჭირდება და მოთმინება გვმართებს.
საუბარი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს შეეხო.
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა
როგორც ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მრჩეველმა დოქტორმა ბრიუს ეილვარდმა აღნიშნა, გაეროს ჯანდაცვის სააგენტო იმედოვნებს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებშიც დაიწყოს იანვრის ბოლოს ან თებერვალში.
მასშტაბური ვაქცინაცია უკვე დაწყებულია ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში, ისრაელსა და ნიდერლანდებში.