ჟურნალისტი, ცნობილი ტელეწამყვანი ეკა ხოფერია აფხაზეთში განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრობას დათანხმდა: „სითის“ კი და უხელმძღვანელებს
ხოფერია აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
რაც შეეხება ჟურნალ “სითის” ხელმძღვანელობას, ხოფერია აღნიშავს, რომ ჟურნალს მისი და, თეა ხოფერია გაუძღვება.
“ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა!
მართლაც სრულიად ახალი, საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში. რაც არის აფხაზეთი ჩემთვის, ყველამ იცით. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ დავიშურებ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას, დროს თუ კონტაქტებს მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად. დღეიდან მე იმ ხალხის სამსახურში ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემია)
ასე რომ , მადლობა ნდობისთვის და ვიწყებ ხვალ დილიდან. ყველას, უკლებლივ ყველას, მადლობა მხარდაჭერისთვის, ბევრ თქვენგანთან ერთად დარწმუნებული ვარ წინ სასიკეთო საქმეები გველის.
რაც ეხება გამომცმლობისა და ჟურნალ “სითის” მომავალს. მას ჟურნალის თანადამფუძნებელი , ჩემი და, თეა ხოფერია გაუძღვება “სითის”
გუნდთან ერთად. ამდენად ახალი ეტაპი “სითის” ცხოვრებაშიც იწყება
ეკა ხოფერია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 2020 , 29 დეკემბერი”-წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.