LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ” – ინგა გრიგოლია ზურა ჯაფარიძეს და იაგო ხვიჩიას მიმართავს

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძესა და იაგო ხვიჩიას მიმართავს.

გრიგოლია პოლიტიკოსებს საჯაროდ სთხოვს, რომ შერიგდნენ.

„არ მომწონს ეს ამბავი და მინდა ისევ ერთად გიხილოთ ორივე.

ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარას ტყუილად კი არ მივეცი. ღიად მოგმართავთ – შერიგდით რა“,- წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, დღეს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

“მე “გირჩი” არ დამიტოვებია, ვრჩები “გირჩის” ლიდერად – ზურაბ ჯაფარიძე