მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ლიდერები არ საუბრობენ, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა შეთავაზებებს შორის იყოს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება.
„ქართული ოცნება“ საკითხის განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ სამხარაძე თვლის, რომ ეს რაციონალური წინადადება არ იქნება. საკითხზე მმართველი გუნდის წევრმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა რეალურ დროში ისაუბრა.
„ასეთი რამ არა თუ საქართველოს ისტორიაში, ევროპული ქვეყნების ისტორიაშიც არ მახსენდება, რომ ხალხისთვის პლებისციტით ეკითხათ არჩევნების ჩატარება უნდათ თუ არა. ეს ჩვენი ოპოზიციის ნოუ ჰაუა, თუმცა განხილვას წინ არაფერი უდგას.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.