Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნოემბერი 16, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხო არის სამინისტრო ღირსი, ვინც სცადა ექიმთან დაკავშირება და ვერ მოახერხა, პირადად მინისტრს ურეკოს მობილურზე?”- ჯაბა ზარქუა

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია. მინისტრის განმარტებით, ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ მოქალაქეები გვიან უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, შესაბამისად, სიმპტომების მიზეზის დადგენაც გვიანდება.

ტიკარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და პრობლემის დროული იდენტიფიცირება კორონავირუსის სამართავად ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მთავარი” ინფექციონისტის განცხადება როგორც მივხვდი სამთავრობო მესიჯბოქსის წინაპირობა იყო და ახლა უკვე მინისტრიც ამბობს მაღალი ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იმიტომ გვაქვს რომ ექიმებს პაციენტები გვიან უკავშირდებიანო.
უფრო მარტივად გითარგმნით – უვიცები, ზარმაცები და საკუთარი თავის მტრები ხართ ეს პაციენტები, ცოცხალი თავით ექიმთან არ მიდიხართ და თუ რამე მოგივათ აბა ჩვენ რაღა ვქნათო.
ნეტავ ამ პანდემიამ ცოტა ნატამალი დატოვოს პროფესიული ღირსების და სისტემას ხვალ-ზეგ კი გავასწორებთ ახალი თაობა, მაგრამ ამ შერყეულ რეპუტაციას რას ვუშველით?
ხო არის სამინისტრო ღირსი რომ ვინც სცადა ექიმთან დაკავშირება და ვერ მოახერხა, ადგეს და პირადად მინისტრს ურეკოს მობილურზე?
ნუ აბრალებთ პაციენტებს სიკვდილს, რა ჯანდაბაა კაცო ეს? გეყოთ რა, არ მოსულა!”-წერს ექიმი.