ხულოში სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 1 ადამიანი.
ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.