LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია ოთხი მშობელი და ერთი პედაგოგი.

სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ვარაუდით, პედაგოგის ინფიცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.

„პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა“,-აცხადებს დირექტორი.

სკოლა სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა.