Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოქტომბერი 12, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისში ტრანსპორტი რომ ჩიკეტოს, მივიღებთ აჭარას” – ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტმა, ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლმა, ვატო სურგულაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

სურგულაძემ გადაცემაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ახლა მთავარი კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაა. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, როგორ იცავს წესებსა და რეგულაციებს ხალხი, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე ნებისმიერ თავშეყრის ადგილას.

მან აღნიშნა, რომ ტრანსპორტის გაჩერება “ლოქდაუნს” გამოიწვევს.

“ტრანსპორტი რომ ჩიკეტოს მივიღებთ აჭარას, აჭარაში, ფაქტობრივად, “ლოქდაუნი” გამოცხადდა, ხალხი ვეღარ დადიოდა სამსახურში…

წესები უნდა დავიცვათ ტრანსპორტში, ნიღბები ვატაროთ, დისტანცია დავიცვათ. ის რომ სამარშრუტო ტაქსში, არ იდგეს ხალხი ფეხზე, ეს ყველაფერი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ასევე სუპერმარკეტებში, სახალხო შეკრების ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს მკაცრი კონტროლი.

უნდა შემოწმდეს დეზობარიერები, ვინმე ამოწმებს ნამდვილად ასხია თუ არა იქ სადეზინფექციო ხსნარი თუ არა? ვინმე აკონტროლებს ყველას უკეთია ნიღაბი თუ არა?[related_news id=”411836″ align=”left”]

თერმოსკრინინგი ძალიან ფორმალურად ტარდება, აი ამ უმარტივესი წესების გაკონტროლება უნდა გამკაცრდეს და საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება.

ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ტრანსპორტს ვერაფერი შეგვიცვლის. 4 კვირის წინ იყო საუბარი, რომ ტრანსპორტში მგზავრობის წესები გამკაცრდებოდა, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა ამ მიმართულებით.

ჩვენ ვტრაბახობთ ძალიან ხშირად, რომ ყველაზე კარგი შედეგები გვაქვს, შედეგები სად ჩანს? ჩაკეტილ ქვეყანაში?

ესპანეთს, იტალიას და ბრიტანეთს ნუ შევედრებით, იქ გახსნილი იყო საზღვრები და ტურისტული სეზონიც არ ჩავარდნილა, ჩვენ ჩაკეტილ ქვეყანაში, ვერ გავაკონტროლეთ ვითარება და მივიღეთ ის ეპიდაფეთქება რაც არის აჭარაში და ის აფეთქება რაც ხდება ახლა თბილისში.,”-აღნიშნა ვატო სურგულაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

რა შემთხვევაში გამოცხადდება თბილისი წითელ ზონად? – ჯანდაცვის ექსპერტის შეფასება