LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა კარგი ამბებიც: “დედა-შვილი ახალ სახლში დაიძინებს… კიდევ ერთი ბნელი ადგილი გავანათეთ”

სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ თბილისში ავადმყოფ დედასა და პატარა გოგოს, რომლებიც ნახევრად დანგრეულ, ჩამოხეულ ოთახში ცხოვრობდნენ, საარსებო პირობები გაუუმჯობესეს. საზოგადოების დახმარებით, მათი ოთახი ყველა საჭირო ინვენტარით მოაწყვეს.

“ცოტა კარგი ამბებიც, ყველაფერი მოვასწარით, დედა-შვილს, რომლებზეც წინა პოსტში მოგიყევით, უკვე ყველაფერი აქვთ, ჩავურთეთ 5 წლის წინ ჩაჭრილი დენი და ბუნებრივი აირი. სახლი გავარემონტეთ და საცხოვრებლად ვარგისი გავხადეთ

ვუყიდეთ ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ავეჯი  ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაც საჭირო იყო ყველაფერი

ექნებათ საჭმელი, წამლები, აბაზანა და ყველა საჭირო ნივთი ბავშვს ექნება საწოლი, სამეცადინო ადგილი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ყველა პირობა იმისთვის, რომ ისწავლოს და მაგარი გოგო დადგეს

ამაღამ ახალ სახლში დაიძინებენ როგორი ბედნიერები, კი მიხვდებით ხვალიდან კი ახალ ცხოვრებას დაიწყებენ და ყოველ დღე უკეთესად იქნება ყველაფერი

ყველას დიდი მადლობა ვინც მოგვეხმარეთ, ვინც ჩაგვირიცხეთ, ვინც რემონტის, მუშაობის, დალაგების დროს ჩვენთან იყავით და ვინც პატარა მონაწილეობა მაინც მიიღეთ ამ მაააგარ საქმეში

კიდევ ერთი ბნელი ადგილი გავანათეთ წინ დიდი საქმეებია”- წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

https://www.facebook.com/sinjikashvily/posts/3852445574784338