Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სექტემბერი 21, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით საქართველოში აიკრძალოს მევახშეობა

პოლიტიკური პარტია “ლელოსა” და “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

ხაზარაძე ამბობს, რომ მსგავსი საქმიანობა არალეგალურიცაა.

“მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან ვიღაც კერძო პირის თემას.

პირდაპირ მინდა ინიციატივით გამოვიდე, სხვადასხვა ეთერში გადის არაეთიკური სარეკლამო რგოლები და ჩვენ გვამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო სიტყვა მევახშე რას ნიშნავს, ქართული განმარტებითი ლექსიკონით, მევახშე არის კერძო პირი, რომელიც ასესხებს მეორე პირს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავსი საქმიანობა საქართველოში, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი.”- განაცხადა ხაზარაძემ.