LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ხაშურში – კუთვნილი ხელფასის მისაღებად ყოფილ სამსახურში მისვლა 38 წლის მამაკაცისთვის სიკვდილით დასრულდა

მკვლელობა ხაშურში – კუთვნილი ხელფასის მისაღებად ყოფილ სამსახურში მისვლა 38 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმო “ელისში” ძველი თანამშრომლის გამოჩენამ და მისი მოთხოვნის დაყენებამ სიტუაცია დაძაბა. კონფლიქტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. კომპანიაში ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

გარდაცვლილის დანით მუქარას,კომპანიის მენეჯერმა ცეცხლასროლი იარაღის გასროლით უპასუხა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მენეჯერმა თავდამსხმელის მისამართით თავდაპირველად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა კონფლიქტის გაღვივების შემდეგ კომპანიის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ამჯერად დანით შეიარაღებულის მისამართით გაისროლა. ჭრილობა ფეხში სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბრალი ამ დრომდე დასაზუსტებელია, თუმცა 50 წლის მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომლებისა და საკუთარი თავის თავდაცვის მიზნით გამოიყენა.