თბილისის მერის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
"გამზირის დატვირთვამ ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა"
"გამზირის დატვირთვამ ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა და ორზოლიანი საცობი გაიჩითა" - რა ვითარებაა ვაკეში
სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეცვლილი მოძრაობის გამო დილიდან ვაკეში საცობებია.