Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივლისი 31, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლიდან გასვლის დროს შავი ზედა ეცვა, ხოლო როცა ცხედარი იპოვეს – თეთრი” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა, ხოლო რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს – თეთ­რი. ამის სესახებ თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ისაუბრა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

“5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს ხვდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება 29 ივლისს გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. მანამდე ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

“ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე” – გარდაცვლილი პროგრამისტის დედა “ფორტუნასთან” საუბრობს