Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივლისი 17, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებუთა ჯამურმა რაოდენობამ 14 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებუთა ჯამურმა რაოდენობამ 14 მილიონს გადააჭარბა და 14 003 699 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, აღრიცხულია კოვიდინფექციით გარდაცვალების 593 899 შემთხვევა, 8 322 505 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (141 168 ადამიანი), მეორეზე – ბრაზილია (76 846 ადამიანი), მესამეზე – დიდი ბრიტანეთი (45 119 ადამიანი), მეოთხეზე – მექსიკა (37 574 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი იტალიაა (35 017 ადამიანი).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.