აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ერთი დაინფიცირებული 27 წლის მამაკაცია, მას ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში თურქეთის გავლით დაბრუნდა.
რაც შეეხება მეორე დაინფიცირებულს, ის აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. მას ინფექცია რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას დაუდასტურდა.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.
ამ დროისთის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 946-მდე გაიზარდა.
საერთო ინფიცირებულთა შორის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი.