Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივლისი 1, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე… იქნებ ეს აცილებოდა, დღემდე მკლავს ფიქრი – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

“დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს ეს ფიქრი, ყოველი ღამე ამაზე ფიქრით სრულდება,”-ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ თვითონაც ვმუშაობთ. დიდი სამეგობრო წრე მყავს სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტები და დღეში რამდენიმე ათეული მეგობარი მირეკავს და მთავაზობენ უანგარო დახმარებას. იმხელა მხარდაჭერა მაქვს, რომ ალტერნატიული გამოძიების შესახებ მე მკითხონ, როგორ ტარდება და რას ვაკეთებთ. ერთი საეჭვო ნიუანსიც რომ დავინახო, სადაც შეიძლება ვთვლიდე, რომ ჩემი პოზიცია დასაბუთებულია, წარმოგიდგენიათ რა რეაქცია მექნება?[related_news id=”371499″ align=”left”]

9 წლის განმავლობაში, როდესაც ადვოკატის პროფესია ტყვიისთვის შუბლის შეშვერა იყო, არ გავჩერებულვარ. სოდი, კუდი და მათი სადამსჯელო რაზმები მირიან ნიკოლაძეს არ აინტერესებდა არა ოჯახის წევრების გამო და ახლა თურმე, მე მეუბნებიან, რომ შეიძლება ვიღაცამ გამაჩეროს. სრული იდიოტიზმია, რომ გიორგის საქმეზე, რომელიც იყო ჩემი შვილი იყო და დღემდე ის მომყვება სადარდებლად, რა რჩევა ვერ მივეცი, რა იყო ისეთი, რაც ბავშვს ვერ შთავაგონე, რომ იქნებ ეს აცილებოდა. დღემდე მკლავს ეს ფიქრი, ყოველი ღამე ამაზე ფიქრით სრულდება. რომ რჩება ეს რუტინა, მერე მეწყება ამაზე ფიქრი, ბავშვი, რომელიც ჩემთან დადიოდა, მწერდა, გვქონდა საუბრები ფეხბურთიდან დაწყებული, ყოფითი საკითხებით დასრულებული და რა ვქენი ისეთი, რომ ეს ვერ ვუთხარი, რომ იქნებ გადამერჩინა“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ