Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაისი 28, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ნაჭყებია: ,,ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც”

,,მასტერშეფის” დღეს განთავსებულმა ეპიზოდმა, რომელიც კულინარიული პროექტის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოციალურ ქსელებში.

ღონისძიებების ორგანიზატორი, კოკი კიწმარიშვილი, მაყურებლის ნაწილის აზრით, ცნობილი შეფის, ლუკა ნაჭყებიას მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

კოკიმ გადაწყვიტა, ჟიურის წევრებთან პასტა სოკოთი და ნაღებით გაეტანა, თუმცა პასტა თავად არ მოამზადა იმის შიშით, რომ სამზარეულოში პერანგი დაესვრებოდა და ნაყიდით შემოიფარგლა. როდესაც მან შეფებს მიზეზი აუხსნა, სამივეს გაოცება გამოიწვია. ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ სამზარეულოში კულინარები ზოგჯერ ისვრებიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

https://www.facebook.com/masterchef.georgia/videos/238198817473611

ლუკა ნაჭყებიას რეაქცია კი თავიდანვე უფრო მძაფრი გახლდათ. მან კოკის კერძის გასინჯვამდე უთხრა უარი, შემდეგ მცირე ხნის დატოვა ჟიურის წევრის სკამი და სამზარეულოში გადაინაცვლა, სანამ კოკი პასტას ხარშავდა, ლუკამ თავად მოამზადა ის და კოკის მაგიდაზე ისე დაუხეთქა, რომ კონკურსანტს პერანგზე ფქვილი შეეყარა. საბოლოოდ, კოკი კიწმარიშვილი პროექტიდან უარით გაისტუმრეს, რადგან მის კერძს აკლდა მარილი და ასევე სპაგეტს – მოხარშვა.

ეპიზოდის სოცქსელებში განთავსების შემდეგ მაყურებლის ნაწილმა ის შეაფასა, როგორც ბულინგი.

ლუკა ნაჭყებიამ სოცქსელებში ახლახან დაწერა: ,,ველი, როდის დამაბრალებენ ჰომოფობობასაც”. fortuna.ge ლუკა ნაჭყებიას ვრცელი კომენტარისთვის დაუკავშირდა, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ თემას მეტად არ განავრცობს.