დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც ჯანდაცვის სექტორმა და ქვეყნებმა უნდა გააკეთონ არის მომზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის.
„მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღევანდელი ონლაინ პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები იხილეთ ვრცლად:
რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს
ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა – ხათუნა ზახაშვილი
აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან
ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან: იმნაძე